“ექსცენტრიული რეზიდენციით, კერძო ზოოპარკით… ის ყოველთვის არ იყო ბნელი პრინცი” – შვეიცარიული გამოცემა ივანიშვილზე

შვეიცარიული გამოცემა ქართველ ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს ვრცელ სტატიას უძღვნის და წერს:
ქვეყანას მართავს თავისი ექსცენტრიული რეზიდენციიდან, თბილისში, კერძო ზოოპარკით. ის ყოველთვის არ იყო ბნელი პრინცი. 2003 წელს იგი მხარს უჭერდა ს, აწარმოებდა კამპანიას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და აფინანსებდა პროექტებს დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი გარდამტეხი იყო. სააკაშვილს ჰქონდა რადიკალურად ანტირუსული კურსი და სურდა საქართველოს მიყვანა ნატოსა და ევროკავშირში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ოცნებობდა თანამედროვე საქართველოზე, მას არ სურდა ან არ შეეძლო გათავისუფლება ს წინაშე მრავალი ვალდებულებისაგან. ივანიშვილი არის უცხოური აგენტების“ კანონის მამოძრავებელი ძალა, რომლის წინააღმდეგაც ბოლო კვირებში ათიათასობით დემონსტრაცია გაიმართა თბილისის ქუჩებში. 29 აპრილს მან უცნაური სიტყვა წარმოთქვა თბილისში, ქართული ოცნების გამართულ მიტინგზე, სადაც აიკვიატა „გლობალური ომის პარტია, რომელსაც სურდა საქართველოს უკრაინის მსგავსი ბედი გაეზიარებინა. ბედის ირონიით, თავად ივანიშვილი აშკარად უცხო ძალის გავლენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა „გლობალური“, არამედ რუსული „ომის პარტიის“. ივანიშვილი თავის პოლიტიკურ ქცევაში მიჰყვება პუტინიზმის სახელმძღვანელოს A-დან Z-მდე. ამ წლიდან ივანიშვილი ღიად მუშაობს გეოპოლიტიკური შემობრუნებისკენ: მას სურს საქართველო დააბრუნოს მოსკოვის ორბიტაზე. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის იანუკოვიჩის ბედმა 2014 წელს აჩვენა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება დაკარგო პუტინის კეთილგანწყობა. მას ევრომაიდნის დემონსტრაციების დროს ჰელიკოპტერით გაქცევა მოუწია”, – წერია სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი