ექსტრემისტული მოძრაობა, რომელმაც ნამახვანის პროექტის გაჩერებაში თავისი როლი ითამაშა, კარგად გათვლილი სტრატეგიით მოქმედებდა – იგივე პროცესის მოწმეები ვართ ამჯერადაც, როგორ იწყებს აგორებას წინააღმდეგობა ემაარ ჯგუფის ინვესტიციასთან დაკავშირებით

ექსტრემისტული მოძრაობა, რომელმაც ნამახვანის პროექტის გაჩერებაში თავისი როლი ითამაშა, კარგად გათვლილი სტრატეგიით მოქმედებდა – იგივე პროცესის მოწმეები ვართ ამჯერადაც, როგორ იწყებს აგორებას წინააღმდეგობა ემაარ ჯგუფის ინვესტიციასთან დაკავშირებით
ექსტრემისტული მოძრაობა, რომელმაც ნამახვანის ჰიდროელექტროსასდგურის პროექტის გაჩერებაში თავისი როლი ითამაშა, კარგად გათვლილი სტრატეგიით მოქმედებდა. ამ სტრატეგიის დეტალები წინა წლებში სხვადასხვა მსგავსი პროექტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა, თუმცა ნამახვანის შემთხვევაში ყველა ბერკეტი ერთად ამოქმედდა, რასაც თან ახალ ეროვნულ მესიად შერაცხული ლიდერის გამოჩენაც დაერთო, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ნამახვანის მსგავსად, ახლაც მეთოდურად და თანდათან იწყება “ემაარ ჯგუფის” საწინააღმდეგო კამპანია, რომლის არდში დგას.
ნიკოლაშვილი აღწერს ამგვარი წინააღმდეგობის ფაზებს და ასახელებს სპეცსამსახურებში კარგად დამუშავებულ სახელმძღვანელოს, რომლითაც სტრატეგიულ ობიექტებს უპირისპირდებიან, მათ შორისაა: ფინანსური გათვლის ეჭვი, ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე, ეროვნული იდენტობის და ეროვნული ინტერესის შესახებ სპეკულირება, დემოგრაფიული გაქრობის საფრთხე და რელიგიური ასპექტი.
“ექსტრემისტული მოძრაობა, რომელმაც ნამახვანის ჰიდროელექტროსასდგურის პროექტის გაჩერებაში თავისი როლი ითამაშა, კარგად გათვლილი სტრატეგიით მოქმედებდა. ამ სტრატეგიის დეტალები წინა წლებში სხვადასხვა მსგავსი პროექტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა, თუმცა ნამახვანის შემთხვევაში ყველა ბერკეტი ერთად ამოქმედდა, რასაც თან ახალ ეროვნულ მესიად შერაცხული ლიდერის გამოჩენაც დაერთო. მიუხედავად განვლილი დროის განმავლობაში არაერთი კითხვის ნიშნის გაჩენისა, მის მიმართ სენტიმენტები დღემდე არსებობს.
ზუსტად იგივე პროცესის წამოწყების მოწმეები ვართ ამჯერადაც, როგორ თანდათანობით და მეთოდურად იწყებს აგორებას წინააღმდეგობა ემაარ ჯგუფის ინვესტიციასთან დაკავშირებით. ამ ფინანსური ინექციის მოსაზიდად საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია. საოცარია, მაგრამ ამჯერად საინვესტიციო პროტესტის არდში თბს ბანკის, ლისი დეველოპმენტის და ლელო -საქართველოს დამფუძნებელი მოგვევლინა, რომელმაც სრულად გადმოიბარა პროტესტის სახელმძღვანელო და შემორჩენილი პარტიის წევრები ფაშისტური მესიჯბოქსით აამეტყველა.
წინააღმდეგობის ამგვარ სახეობებს რამდენიმე ფაზა გააჩნიათ. პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია ეჭვისა და უნდობლობის დათესვა. შემდგომი “უწყვეტი პროტესტები” მხოლოდ ამ წინაპირობის შემთხვევაში ხანგრძლივდება და ბუნებრივ მხარდამჭერებს იძენს. ეჭვისა და უნდობლობის გასაჩენად კი მნიშვნელოვანია სიმართლის მარცვლების სპეკულატიურ არგუმენტაციაში მოქცევა. მსმენელი უნდა დაეჭვდეს, “ხო მაგრამ, იქნებ”… ამ ფაზის წარმატებით დასახურად საჭიროა უსაზღვრო უტიფრობა, სპეკულატიური ტყუილები და ეჭვის გაჩენაზე გათვლილი სიტყვათშეთანხმებების (Keywords) გავრცელება.
გთავაზობთ ნამახვანში აპრობირებულ და ლელო-ხაზარაძის მიერ გადაბარებულ, სპეცსამსახურებში კარგად დამუშავებულ სახელმძღვანელოს, თუ როგორ დავუპირისპირდეთ სტრატეგიულ პროექტს:
1) გავაჩინოთ ფინანსური გათვლის ეჭვი – გამოვიყენოთ ფრაზები: „გარიგება ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა..“ ; „ამ გარიგებით ხეირობს მხოლოდ ინვესტორი და სახელმწიფო იღებს არაფერს“; „ინვესტიცია ტყუილია, ფულს არ ჩადებენ, გაყიდიან ჰაერს, დანარჩენს ბანკიდან მოიტანენ“; „გარიგების უკან კორუფციული ინტერესია, ხეირობს ჩინოვნიკი თქვენს ხარჯზე“.
2) აღვწეროთ ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე – „დავკარგავთ უნიკალურ ქართულ ბუნებას“; „განადგურდება ბიომრავალფეროვნება, ფლორა და ფაუნა“; „დაბეტონდება მდინარე, მიწა, ტბა, ხეობა“; „გაქრება ფასკუნჯი“.
3)ვითამაშოთ ეროვნული იდენტობის სიმებზე: „ჩვენს წმინდა მიწებს, რომლებიც მამა-პაპათა სისხლითაა მორწყული, ვაძლევთ უცხოტომელ გადამთიელებს“; „გაჩნდება თურქული, არაბული, ირანული, ინდური, ჩინური კომპაქტური დასახლებები და დავკარგავთ სუვერენიტეტს“; „ჩვენს შვილებს უცხოელები მსახურებად დაიყენებენ“.
4) გავამძაფროთ დემოგრაფიული გაქრობის საფრთხე – „საქართველოში ქართველი აღარ დარჩება“; „გადავშენდებით“; „სოფელი დაიცალა, იმას მიხედეთ“; „აიკრძალოს მიწების უცხოელებზე გაყიდვა“.
შემოვიტანოთ რელიგიური ასპექტი – „ქრისტიანულ ქვეყანაში მუსლიმები დათარეშობენ“; „მეჩეთებს აგვიშენებენ“; „სიწმინდეებს შეურაცხყოფენ“; „საფლავებს გვითხრიან“.
5) ავაწყოთ სპეკულაცია ეროვნულ ინტერესზე – „სამშობლოს ყიდიან“; „უცხოელებისთვის აშენდება, ქართველი ვერ იყიდის“; „ტერიტორია დაიკეტება, იქ ვეღარ შევალთ“; „ფიჩხსაც ვეღარ გამოვიტანთ“.
6)მოვაწყოთ ჟონგლიორობა რიცხვებით – მიწა ჰექტრების ნაცვლად ვახსენოთ კვადრატულ მეტრებში, ასე უფრო დიდი ჩანს; ეჭვი შევიტანოთ შეფასების სისწორეში (რა თქმა უნდა ფასი დააგდეს!); პროცენტები, რიცხვები, ბაზრის კვლევა, საერთაშორისო აუქციონი, დასავლელი ინვესტორი – გამოვიყენოთ რაც შეიძლება მეტი ხმამაღალი ტერმინი და სპეკულაციური გათვლა.
თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან ემაარის ინვესტიციაზე თავდასხმის რომელი მიმართულება აირჩია ლელო-ხაზარაძემ და რატომ ქსენოფობიურ-ფაშისტური?
ანაკლიის პორტის პროექტის სახელოვნად ჩაგდებისა და არჩევნებში მარცხის შემდეგ, რასაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავაში წაგება მოჰყვა, მრავალსასამართლო გამოვლილმა ლელო-ხაზარაძემ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის უკიდურესად ბნელი, სამარცხვინო და მარგინალური გზა გამოძებნა. საბრალონი იქნებიან მისი პარტიის წევრთა ის ნაწილი, რომელთაც მის ამ ახალ, ფაშისტურ კამპანიაში მონაწილეობა მოუწევთ.
მოკლედ, სახელმძღვანელო ამოქმედებულია, ლიდერი ავანსცენაზეა, მიმდევრებიც თანდათანობით მობილიზდებიან.. ისღა დაგვრჩენია ველოდოთ, თუ როდის აღმართავს წვეროსანი ხაზარაძე ლისი დეველოპმენტში მოჭრილი ხისგან შეკრულ ჯვარს კრწანისის ტყე-პარკში, რათა საქართველო მურვან იბნ მუჰამედის შემოსევისგან დაიცვას.” – წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ