ექსტრემალური სიცხის შედეგად შესაძლოა, ყურძნის გარკვეული ჯიშები გაქრეს

ექსტრემალური ამინდები სამხრეთ ევროპაში ღვინის წარმოებას ემუქრება – ყურძნის გარკვეული ჯიშები შესაძლოა, საერთოდ გაქრეს. ამის შესახებ EasrFruit-ი წერს.
ერთ-ერთი ასეთია „ასირტიკო“, რომელიც თეთრი ღვინის წარმოებაში გამოიყენება. არსებული ინფორმაციით, ძლიერი სიცხის გამო მკვეთრად შემცირდა მისი მოსავლიანობა. კუნძულ სანტორინიზე, ადგილობრივი მწარმოებლის განცხადებით, 2023 წელს, „ასირტიკოს“ წარმოება, წინა წლის მოცულობის მხოლოდ მესამედს შეადგენდა. მისივე შეფასებით, წელს ეს მაჩვენებელი, 2022 წლის დონიდან შესაძლოა, ექსჯერაც შემცირდეს.
ექსპერტები შიშობენ, რომ 2040 წლისთვის „ასირტიკო“ შესაძლოა, გაქრეს.
ღვინისა და ყურძნის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წელს, ღვინის წარმოება 10%-ით, 237 ჰექტოლიტრამდე შემცირდა, რაც ბოლო 60 წლის მაჩვენებლის ყველაზე დაბალი შედეგია.
bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ