6 იანვრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის უზრუნველყოფით სალომბარდე სესხებზე შეფასების ტარიფები გაიზარდა. ეს ცვლილება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს მასშტაბით .
ოქროს შეფასების ტარიფები იხილეთ აქ: https://expresslombard.ge/ka/Lombardi
ვერცხლის შეფასების ტარიფი – 1 აშშ დოლარი.
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომსახურების ხარისხი და გამჭვირვალობაა. შეფასების პროცესს ახორციელებენ სერტიფიცირებული, მაღალკვალიფიციური ექსპერტები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. აღნიშნული მეთოდოლოგია უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ სიზუსტეს და უსაფრთხოებას, ამასთან, შეფასებისას ნივთის პირვანდელი სახე სრულად და გარანტირებულად არის დაცული და არ ზიანდება.
გაზრდილი შეფასების გარდა, „ექსპრეს ლომბარდი“ მომხმარებელს სთავაზობს მოქნილ გადახდის პირობებს. კერძოდ, მომხმარებლებს შეუძლიათ სესხის თანხა მიიღონ დაუყოვნებლივ, ხოლო მისი დაფარვა დაიწყონ სამი თვის შემდეგ, რაც მათ დამატებით ფინანსურ თავისუფლებას ანიჭებს.
სალომბარდე სესხები გაიცემა არა მხოლოდ ოქროსა და ვერცხლის, არამედ ბრილიანტის უზრუნველყოფითაც. კომპანიის ფილიალებში მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს დამატებითი სერვისებით, როგორიცაა ფულადი გზავნილები და ვალუტის კონვერტაცია.
„ექსპრეს ლომბარდის“ ფილიალები საქართველოს მასშტაბით 24/7 რეჟიმში მუშაობს, რაც უზრუნველყოფს მომსახურების ხელმისაწვდომობას მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროსა და ადგილას.
დამატებითი ინფორმაციისთვის:
032 2 39 39 39
expresslombard.ge




