ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის ერთი მოწმე, სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი იკითხება
პროკურორმა მოწმეს ჰკითხა, რა დაზიანებები აღენიშნებოდა ვიზუალურად ირაკლი დგებუაძეს, როცა მასთან მიიყვანეს, რაზეც ჩხარტიშვილმა უპასუხა:
“სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის უშუალოდ დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, გაიცა შესაბამისი დასკვნა.
იმ დროს აღენიშნებოდა თუ არა სიწითლე? მართალი გითხრათ არ მახსოვს, რომც ყოფილიყო არა მგონია, მიმეთითა დასკვნაში, რადგანაც უშალოდ სიწითლე არ არის ობიექტური დაზიანების ნიშანი. […] მე მხოლოდ ვაფასებ დაზიანების ობიექტურ ნიშნებს, სიწითლე რახან არ არის დაზიანების ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, ის ჩემი შეფასების საგანი არ არის” – განაცხადა ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა.