ექსპერტის ინფორმაციით, ლილოში მოკლული ქეთევან ჯავახიშვილის საფეთქლიდან დანის წვერია ამოღებული – გარდაცვლილს ჯამში 59 დაზიანება ჰქონდა

სამედიცინო ექსპერტის, გულნაზ ტატანაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, საფეთქლის მიდამოდან მეტალის საგანი – დანის წვერი იქნა ამოღებული.
აღნიშნულის შესახებ ტატანაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შეყვარებულის, ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სწორედ გულნაზ ტატანაშვილმა ჩაუტარა მოკლულის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა.
ექსპერტის განმარტებით, ქეთევან ჯავახიშვილს სხეულის ყველა მიდამოში მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები და ნაკაწრები, საერთო ჯამში, 59 დაზიანება ჰქონდა.
როგორც ექსპერტმა განაცხადა, მოკლულს ყველაზე მეტი ჭრილობა თავზე, ყველა ნაწილში ჰქონდა, ასევე, ზურგის, მტევნებისა და ქვედა კიდურების მიდამოებში.
გულნაზ ტატანაშვილის თქმით, მოკლულს ყველა ჭრილობა და ნაკაწრი სიცოცხლის დროს ჰქონდა მიყენებული.
სასამართლოში ჩვენება მისცა ასევე ოთარ ცინდელიანის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა. მისი განმარტებით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად შერაცხადი იყო.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს