სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ვიდეომასალა, რომელიც აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს, დამოტაჟებულია და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს.
“ადვოკატი ნინო ლომინაძე მოითხოვს საქმეს დაერთოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო ამ ექსპერტიზის ჩამტარებლები დაიკითხონ.
ნინო ლომინაძემ ექსპერტიზა დანიშნა იმ ვიდეოებზე, რომლებიც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს.
ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეოები დამონტაჟებულია და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს.
პროკურატურამ უდაოდ გახადა ამ ექსპერტიზის შედეგის შინაარსი, ეს ნიშნავს, რომ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნის შინაარს.
ადვოკატი, წინააღმდეგი არაა, რომ მისი ჩატარებული ექსპერტიზა საქმეში მოხვდეს, როგორც “უდაო”. – ნათქვამია რადიო თავისუფლების ლაივ ბლოგში.