ექსპერტების თქმით, რუსეთში YouTube პრაქტიკულად დაბლოკილია

ერთ-ერთი რუსი ექსპერტის თქმით, ბოლო დღეებში YouTube-ის მოხმარების სისწრაფე, ან ე.წ “ტრაფიკი” რუსეთში “ნორმალური დონის” მხოლოდ 20 პროცენტამდე დაეცა. მისი თქმით, ეს ამ პლატფორმის “დე ფაქტო” დაბლოკვას ნიშნავს.
მიხაილ კლიმარევმა, არაკომერციული ორგანიზაციის, “ინტერნეტის დაცვის საზოგადოების” დირექტორმა, 23 დეკემბერს თქვა, რომ YouTube-ის სისწრაფე რუსეთში დაეცა იმ დონის მეხუთედამდე, რომელიც ფიქსირდებოდა მანამ, სანამ მისი აზრით, ხელისუფლება სერვისის განზრახ შენელებას დაიწყებდა.
„გუგლის” მონიტორინგის სერვისი ამჟამად აჩვენებს 8,5 სატრანსპორტო წერტილს რუსეთიდან. “შენელებამდე” ეს მაჩვენებელი 40 იყო. ეს ნიშნავს, რომ ის ახლა ნორმალური დონის დაახლოებით 20 პროცენტზეა“, – წერს კლიმარევი ტელეგრამზე და დასძენს: „YouTube დე-ფაქტოდ დაბლოკილია რუსეთში“.
ანონიმურობის პირობის დაცვით, რუსეთის ქალაქ სურგუტის მცხოვრებმა “რადიო თავისუფლებას” უთხრა, რომ 24 დეკემბერს, YouTube “გარკვეული დროით მიუწვდომელი გახდა”.
“შენელება ზაფხულში დავაფიქსირე, ახლა კი მისი გამოყენება, ფაქტობრივად, შეუძლებელია”,- ამბობს წყარო.
რუსეთის მოქალაქეებს პლატფორმაზე წვდომა ზაფხულიდან შეუნელდათ. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. თუმცა, კრიტიკოსების თქმით, ეს კრემლის კიდევ ერთი ხრიკია და ისინი უბრალოდ ცდილობენ, რომ მოსახლეობამ არ ნახოს ის ვიდეოები, სადაც რუსეთის კრიტიკა, ან კრემლის საწინააღმდეგო აზრია გამოთქმული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით