ექპერტიზის დასკვნა: სამთავრობო მედიის გავრცელებული ვითომ ბაჩო ახალაიას აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია (ვიდეო)

“პირველებმა“ მოიპოვა თავდაცვის ექსმინისტრის, ბაჩო ახალიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საქმეში თავად პროკურატურამ ჩადო.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2 ექსპერტი წერს, რომ ფარული ჩანაწერი ახალაია ბურჭულაძის საუბრის ამსახველი დამონტაჟებულია, რის გამოც ავთენტიკურობის დადგენა შეუძლებელია.

აღნიშნული აუდიოჩანაწერი ახალაიას საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

დღეს ახალაიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიამრთება. როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, პროკურატურამ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით