„ექნებათ კი სადმე გასაწევრიანებელი?” – მარია ზახაროვა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვაზე

„იცით, მთავარი ის არის, რომ მათ, ვისაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება 2030 წლისთვის ან სხვა რომელიმე წლისთვის, ექნებათ კი სადმე გასაწევრიანებელი?“ – თქვა ს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მ 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მზაობასთან დაკავშირებით.
კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ზახაროვამ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა „ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის“ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ 2030 წლისათვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
სავარაუდოდ, ის გულისხმობდა რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია: „საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება“.
ზახაროვას თქმით “კრიზისული მოვლენები ევროკავშირში იმდენად თვალსაჩინოა, მათი პოტენციალი კი იმდენად პროგნოზირებადია, რომ იქ არაფერი ესაქმებათ მათ, ვინც საკუთარ ეროვნულ ეკონომიკებზე ფიქრობენ”, ამიტომ “ეს თითოეულის სუვერენული საქმეა”. მათ, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ ურჩევნიათ, “ყურადღება მიაქციონ კონკრეტულ ციფრებს და არა მხოლოდ ლოზუნგებს”, – თქვა მან.
მარია ზახაროვამ დასძინა: “ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ საქართველოსთან – მიუხედავად არსებული პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა. თუმცა, ჩვენ ვაშენებთ ორმხრივ ურთიერთობებს ურთიერთპატივისცემით და ურთიერთსასარგებლო კუთხით. ამ მიმართულებით დიალოგი მიმდინარეობს”.
ფორუმი