ექიმ ფსიქიატრს ნათელა გამყრელიძეს 99 წელი შეუსრულდა

დღეს, ცნობილ ქართველ ექიმ ფსიქიატრს, ნათელა გამყრელიძეს 99 წელი შეუსრულდა.

ნათელა გამყრელიძე 65 წლის სამუშაო სტაჟის მქონე ექიმია, ფსიქიატრიის მიმართულებით. მას მინიჭებული აქვს ექიმი ფსიქიატრის უმაღლესი ხარისხი.

1952 წლიდან მუშაობდა რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ექიმ ფსიქიატრად;
2011 წლიდან – ნარკოლოგიის ინსტიტუტში, ექიმ ფსიქიატრად;
2012 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო და ფსიქიატრიული ექსპერტიზის მიმართულების ფსიქიატრი.
წლების განმავლობაში იყო მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის და ნარკოლოგიის სამეცნიერო ექსპერტთა საბჭოს კონსულტანტი. ნათელა გამყრელიძე 29 წლის მანძილზე ნერვოზების განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

ნათელა გამყრელიძე არის 8 სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი.

 

News.ge ულოცავს ქალბატონ ნათელას დაბადების დღეს!

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ნატო-ელ მოკავშირეებს განუცხადეს, რომ თუ ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, მომავალში გაცილებით უარესი შეთანხმების წინაშე აღმოჩნდება

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში კვება, სამედიცინო თუ ჰიგიენური პირობები დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება