ექიმ ვატო გვაზავას სასტიკად სცემეს, როცა ორ გოგოს სამედიცინო დახმარებას უწევდა – მეგობარი

ტრავმატოლოგ ვატო გვაზავას დემონსტრაციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ მაშინ, როდესაც ორ ახალგაზრდა დემონსტრანტს ეხმარებოდა, – იუწყება მისი ახლო მეგობარი, ექიმი ჯაბა ზარქუა.
„გუშინწინ ორი გოგო ნახა დაგდებული დარბევის შემდეგ. მივარდა ბეტადინებით ექიმური მოვალეობის აღსასრულებლად. ამ დროს მივარდნენ უსისხლოები და დაუწყეს ცემა“, – წერს ზარქუა.
ფოტოზე, რომელსაც ის აქვეყნებს, ვატო გვაზავას სისხლნაჟღენთები ეტყობა სახეზე, შუბლზე და ტუჩზე.
„ექიმია, რას შვრებითო, როცა დაიყვირა მისმა მეგობარმა, შეფ, რა ვქნათო, გასძახეს უფროსს … და მაგ „შეფის“ ჩართულობით ასჯერ მეტად ცემეს მას შემდეგ, რაც გაიგეს რომ ექიმი იყო“, – წერს ზარქუა.
ჯაბა ზარქუა აღწერს გვაზავას მონათხრობს, თუ როგორ სცემეს მას:
„რობოკოპებიანი ერთი „მარშრუტკა“, გონების დაკარგვა. მეორე „მარშრუტკა“. ისევ გონების დაკარგვა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ვატო ჯანზეა და გონების დაკარგვინება არაა მარტივი ამბავი“.
ზარქუას თქმით, მას მოჰპარეს ჯვარი, მობილური ტელეფონი და მანქანის გასაღები.
ჯაბა ზარქუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, გააცნოს ეს ამბავი საერთაშორისო საზოგადოებას: „ექიმისთვის ადამიანის დახმარებაში ხელის შეშლა, მერე მისი ძარცვა და ცემა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ინციდენტი“.
4 დეკემბრისთვის პროევროპულ აქციებზე თითქმის სამასამდე ადამიანია დაკავებული – მათი უმეტესობა ამბობს, რომ დაკავებისას სასტიკი ანგარიშსწორების სამიზნე გახდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე: მგონია, რომ ეს იქნება ძველი და გამოცდილი სტრატეგიის (“რუსეთთან დალაგება”, “აბა ომი გინდათ ?”) განახლებული ვარიანტი, რომლის პარალელურად განხორციელდება პრესინგი რუსეთიდან და ცხინვალის რეგიონიდა

აკაკი ბობოხიძე: ზაალ ლატარიას შვილის ცხედარი ეკლესიაში არ დაასვენებინეს. წადით ახლა, თქვე “ქრისტიანობის დამცველებო”, ჩადით და ჰკითხეთ, რატომ არ დაასვენებინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაძირლები ხართ