ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება ტროტუარზე დგომის გამო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება ტროტუარზე დგომის გამო. როგორც ექიმმა ნეტგაზეთს, განუცხადა 8 იანვარს ჩატარებულა ადმინისტრაციული სხდომა და მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მისი საქმე -ში გადაუგზავნია, რადგან დაუნახავს სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ნიშნები.

ვაჟა გაფრინდაშვილი წარსული უკვე არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სამანქანო გზის “გადაკეტვის” საბაბით, თუმცა ახლა როგორც ირკვევა, მას 8 იანვარს უკვე ტროტუარზე დგომის გამოც უპირებდნენ სამართალდამრღვევად ცნობას. ამ ორის ერთიანობა კი მოსამართლის შეფასებით, შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული იყოს.

2025 წლის 12 დეკემბერს ამოქმედდა ცვლილებები, რომლითაც -ს მიეცა შესაძლებლობა დასჯადი გახადოს ტროტუარზე პროტესტიც –  „გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას“ დაემატა „ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც“.  ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორების შემთხვევაში კი,  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 1 წლამდე. მოსამართლის ლოგიკა სავარაუდოდ ასეთია, რადგანაც ექიმს მანქანების სავალი გზის გადაკეტვაზე წარსულში უკვე ჰქონდა სანქცია შეფარდებული, იმას და ახლა ტროტუარის წესის “დარღვევას” ერთი და იგივე ქმედებად აკვალიფიცირებს და სამართალდარღვევის განმეორებაზე აქვს ეჭვი, რაც უკვე სისხლის სამართლით ისჯება.

ვაჟა გაფრინდაშვილი იხსენებს, რომ წარსულში მას სამანქანო გზის გადაკეტვა ტყუილზე დაფუძნებით დააბრალეს. ექიმის თქმით, ის საერთოდ ტროტუარზე დააკავეს და სამანქანო გზის გადაკეტვას მოედავნენ.

ახლა ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, ნამდვილად იმის გამო უპირებენ როგორც ჩანს, უკვე სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებას, რომ ტროტუარზე იდგა. ანუ იმას ედავებიან, რაც რაც გააკეთა, მხოლოდ და მხოლოდ იდგა ტროტუარზე.

“გზა და ტროტუარი ამათთვის, როგორც ჩანს ერთია”, – გვითხრა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

როგორც ცნობილია, ანალოგიურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე სამოქალაქო აქტივისტების, გიორგი წულაიას და 3 შვილის დედის, ანა ბდეიანის შემთხვევაშიც. მათაც სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ ტროტუარზე დგომის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!