ექიმი – სრულიად მოულოდნელად საუბარი წარიმართა პოზიტიურად და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით – რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება არსებულ ლოკაციაზე და მუშაობას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ახალი შენობა აშენდება

სრულიად მოულოდნელად საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად და ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით – რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება არსებულ ლოკაციაზე და მუშაობას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ახალი შენობა აშენდება, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრსა და მედპერსონალს შორის შეხვედრა გაიმართა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილი და „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი .
როგორც ექიმმა, ნინო ოთარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, დღევანდელ შეხვედრაზე მათ მთავრობის წარმომადგენლებთან მიტანილი ჰქონდათ დოკუმენტაციები, რითაც ამყარებდნენ თავიანთ პოზიციებს, რომ გაუქმებულიყო ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის შესახებ, თუმცა, მისვე თქმით, საუბარი მოულოდნელად დადებითად და ექიმებისთვის სასარგებლოდ წარიმართა.
„ძალიან მომზადებული ვიყავით არგუმენტაციის გასამყარებლად, მოტანილი გვქონდა აბსოლუტურად ყველა ექსპერტიზა და დოკუმენტი, რომელიც ჩვენ არგუმენტაციას გაამყარებდა და სრულიად მოულოდნელად საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით. ჩვენი არგუმენტის ძალიან დიდი ნაწილი იქნა გათვალისწინებული, გადაწყდა, რომ ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკა თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელზეც არის და მუშაობას გააგრძელებს სანამ აშენდება უკანა მხარეს, ეზოში, როგორც ეს იყო 2007 წლის პროექტით გათვალისწინებული. აშენდება ახალი კლინიკა, რა თქმა უნდა, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან 2007 წლის წლის მერე საკმარისი დრო გავიდა. ამავე დროს, მოხდება იმ კორპუსის, იმ ნაწილის, რომელშიც დღეისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოა განთავსებული, მოდერნიზაცია იმისთვის, რომ გარდამავალ პერიოდში კლინიკამ შეძლოს სრული სერვისების მიწოდება პაციენტებისთვის. როდესაც ახალი შენობა აშენდება უკან, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი გადავა ახალ შენობაში. რა თქმა უნდა, ახალი პერსონალის დამატების საჭიროება იქნება. წინა ეზო, რომელიც დასანგრევად იყო განწირული უკვე საინვესტიციო მიზნებისთვის გამოვა”, – განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება