ექიმის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვთ

თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს ორივე პაციენტს, – ამის შესახებ „ტვ პირველის” ჟურნალისტისა და ოპერატორის, მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას, ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა.
ექიმის განმარტებით, „ტვ პირველის” ჟურნალისტსა ოპერატორს სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.
„დღეს ჩვენთან აქციიდან შემოყვანილი იყო ათი პაციენტი, ათივე პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. ათი პაციენტიდან სამი გაეწერა ბინაზე, ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა სპეციალისტმა გასინჯა, თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს ორივე პაციენტს. დანარჩენი კვლევები დასრულდება და ხვალ დილით ან მოგვიანებით მოგახსენებთ. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. დაზიანებები აქვთ ძირითადად თავის არეში, სახის არეში, მუხლის არეში. მიმდინარეობს გამოკვლევები”, – განაცხადა ექიმმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან