ექიმის ინფორმაციით, ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ, ტვინის შერყევა აღენიშნება

ლაშა გაბიტაშვილს, რომელსაც ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ, ტვინის შერყევა აღენიშნება. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ექიმმა განაცხადა. ექიმის განმარტებით, მიუხედავად ამისა, გაბიტაშვილმა კლინიკის ხელწერილის საფუძველზე დატოვება გადაწყვიტა.
„მამაკაცის გადმოცემით, სახლიდან გამოსვლისას თავს სამი პირი დაესხა. მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ურტყეს თავში, სახეში, გულ-მკერდის არეში. შემოსვლის დროს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, ასევე, თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. პაციენტს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა. ჩვენ შევთავაზეთ ჰოსპიტალიზაცია, თუმცა უარს აცხადებს და ამბობს, რომ ხელწერილის საფუძველზე დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა ექიმმა.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, ლაშა გაბიტაშვილზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც აბუ – დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატები , ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აცხადებს, რომ დღეს, ქუჩაში თავს სამი ნიღბიანი პირი დაესხა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაბიტაშვილმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც