ექიმის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზე მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები რეორგანიზაციისა და კლინიკის შენობის დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით პროტესტს აგრძელებენ. ისინი უკვე თითქმის ერთი თვეა – 22 იანვრის შემდეგ – პერმანენტულ აქციებს ატარებენ საავადმყოფოს ეზოში, ჯანდაცვის სამინისტროსთან და პარლამენტთან.
რეორგანიზაციისა და შენობის დემონტაჟის შესახებ 22 იანვარს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილის მთავრობა გადადგა და ეს პოსტი მ ჩაიბარა, ექიმებს მასთან შეხვედრის მოლოდინი გაუჩნდათ. მათი თქმით, შეხვედრა უკვე ჰქონდათ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ მდივანთან, სთან, რომელიც მათ სწორედ კობახიძის სახელით ესაუბრა. რესპუბლიკურის ექიმები ახალი პრემიერ-მინისტრისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “პროტესტის რადიკალურ ზომებზე” გადასვლას აანონსებენ.
“მის [პრემიერ-მინისტრის] წარმომადგენელს შევხვდით, მამუკა მდინარაძეს პარლამენტში და მამუკა მდინარაძემ განგვიცხადა კიდეც, რომ ჩაგვეთვალა, რომ პრემიერ-მინისტრიც იქ იყო, უბრალოდ მაშინ ბევრი შეხვედრები იყო და ვერ მოიცალა. ინიციატივა, პრინციპში, მისგან მოდის […]
ჩვენ უბრალოდ გვინდოდა, რომ ეს შეხვედრა დღეს გამართულიყო. დრო მიდის და კლინიკა ცუდ დღეშია, დაკეტვის რეჟიმში მუშაობა ძალიან ძნელია. ყველას უჭირს, გაურკვეველ სიტუაციაში. ამიტომ, გვინდა, რაც შეიძლება მალე გადაწყდეს ეს საკითხი. [ბრიუსელში] ვიზიტს ახორციელებს პრემიერ-მინისტრი, გასაგებია, რომ ვერ შეგვხვდება. იმედია, პარასკევს [23 თებერვალს] მაინც იქნება ეს შეხვედრა. თუ აღარ იქნება სურვილი ჩვენთან შეხვედრის, ესეც პასუხია და გასაგებია, რომ ჩვენ აზრს არ ითვალისწინებენ არანაირად. მაშინ, გადავალთ პროტესტის რადიკალურ ზომებზე, ვინაიდან სხვა არაფერი არ დაგვრჩენია”, – უთხრა TV პირველს მალხაზ გოგუამ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა.
კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ოთარაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობს წარმომადგენლებთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ განსახილველი საკითხი მათი – რესპუბლიკურის თანამშრომლების ჩართულობის გარეშე მიღებული რეორგანიზაციის გადაწყვეტილება იქნება.
“ერთადერთი შემოთავაზება შეხვედრაზე იყო იმ პარასკევს, როცა ჩვენ დავაანონსეთ აქცია სამინისტროსთან. მაშინ ჩვენ მინისტრს არ შევხვდით და ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ შევხვდებოდით მხოლოდ მაშინ, როდესაც კლინიკის რეორგანიზაციის ბრძანება შეჩერდებოდა. სხვა კომუნიკაცია არ ყოფილა.
ჯანდაცვის სამინისტროს ჯგუფები მუშაობენ, ყოველ დღე, 6-დან 7 საათამდე ჰოლდინგის შენობაში. უბრალოდ ისინი ესაუბრებიან ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. უპრეცედენტო კომპენსაციებზე, რომელსაც ჩვენ არ განვიხილავთ და ჩვენი მოთხოვნა რჩება უწყვეტი მეოთხე კვირის განმავლობაში, რომ შეჩერდეს ბრძანება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის, დემონტაჟის შესახებ და დაიწყოს მოლაპარაკება სამუშაო მაგიდასთან და პროცესები გადავიდნენ სამუშაო რეჟიმში”, – განაცხადა ნინო ოთარაშვილმა.
რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი, მულტიპროფილური კლინიკა აშენდება — ეს განზრახვა მთავრობამ 22 იანვარს გაასაჯაროვა. ოფიციალურ საბაბად სამინისტრომ შენობის ავარიულობა და მისი რეაბილიტაციის არამომგებიანობა დაასახელა. თუმცა აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ დასკვნებში არსად წერია, რომ შენობა ავარიულობის გამო არის დასანგრევი, დოკუმენტებში არც შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელობაა დასაბუთებული.
რესპუბლიკურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ინფორმაცია კლინიკის მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, ტელევიზიით, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს. ისინი არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და უკვე ორი კვირაა, პერმანენტულად ატარებენ საპროტესტო აქციებს.
30 იანვარს რესპუბლიკურის თანამშრომელთა ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მთავრობის განკარგულების შეჩერების მოთხოვნით. მეორე დღეს, 31 იანვარს, ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკურის რეორგანიზაცია 1 თვით გადადო.
შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტებიდან ერთ-ერთის არჩევა და სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წასვლა კლინიკის პერსონალს 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე შეეძლება. თუ ამას არ გააკეთებენ, 5-დან 15 მარტის ჩათვლით დაგეგმილი რეორგანიზაციის ფარგლებში, კანონით დადგენილი წესით გათავისუფლდებიან სამსახურიდან. სამინისტროში ამბობენ, რომ ვადა “კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით” მიიღეს. თავად რესპუბლიკურის ექიმები ფიქრობენ, რომ დამატებით 1 თვე სამინისტროს კლინიკის თანამშრომელთა “გადასაბირებლად” სჭირდება, რათა რეორგანიზაციამ შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიაროს.
ამავე თემაზე:
· რატომ ანგრევენ რესპუბლიკურს? — დოკუმენტები, რომელსაც საბაბად იყენებს ხელისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ