გახარია საქართველოსთვის თავმდჯომარეს გიორგი გახარიას თავდასხმის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა აქვს. ეს კომენტარი მედიასთან კლინიკის ექიმმა გააკეთა.
მისი თქმით, პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა.
“ჩვენთან ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. პაციენტმა თავისის ურვილით დატოვა კლინიკა”- აცხადებს ექიმი.
გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორნდენ. სასტუმროში ასევე იმყოფებოდა მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც, რომელიც ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.