“ექიმები უსაზღვრებოდ” უარყოფს ისრაელის პოზიციას “დასანან ინციდენტზე”, რომელსაც ჰუმანიტარული მუშაკები ემსხვერპლნენ

ორგანიზაციამ “ექიმები უსაზღვრებოდ” (MSF) 4 აპრილს განაცხადა, რომ უარყოფს ს პოზიციას – თითქოს საჰაერო დარტყმა, რომელსაც ღაზაში შვიდი ჰუმანიტარული მუშაკი ემსხვერპლა, იყო “დასანანი ინციდენტი”.
“ჩვენ არ ვიღებთ დასანანი ინციდენტების ნარატივს” – თქვა კრისტოფერ ლოკიარმა, MSF International-ის გენერალურმა მდივანმა ჟენევაში.
ჰუმანიტარული ორგანიზაცია World Central Kitchen-ის (WCK) შვიდი თანამშრომელი ემსხვერპლა დაბომბვას 1 აპრილს.
ლოკიარის თქმით, WCK-ის რაც შეემთხვა, წარმოადგენს “ნაწილს ჰუმანიტარულ მუშაკებზე, ჯანდაცვის მუშაკებზე, ჟურნალისტებზე, გაეროს თანამშრომლებზე, სკოლებსა და სახლებზე მიზანმიმართული თავდასხმების ერთი და იმავე ტენდენციისა”.
ისრაელმა ინციდენტს უწოდა საოპერაციო შეცდომა და მას იძიებს.

ასევე დაგაინტერესებთ