1-ელ იანვარს “ჩელსიმ” ენცო მარესკა გაათავისუფლა. ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი იტალიელი სპეციალისტის მწვრთნელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზებზე წერს.
წყაროს ცნობით, მარესკა “ჩელსის” ფეხბურთელებთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციებს არაფრად აგდებდა. გარდა ამისა, იტალიელ სპეციალისტს კლუბის ხელმძღვანელობა ყველა მოთამაშის გამოყენებას სთხოვდა, რათა მათი სატრანსფერო ფასი შენარჩუნებულიყო.
გამოცემის ინფორმაციით, “არისტოკრატების” პრეზიდენტი ტოდ ბოელი განსაკუთრებით გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ მარესკამ “მანჩესტერ სიტისთან” მოლაპარაკებები ორჯერ გამართა და ამაზე საჯაროდაც ისაუბრა.
მარესკას თავკაცობით “ჩელსიმ” ჯამში 92 შეხვედრა ჩაატარა, 55-ჯერ იმარჯვა,16-ჯერ ფრეს მიაღწია და 21-ჯერ დამარცხდა. მისი ხელმძღვანელობით ლონდონელებმა უეფას კონფერენსლიგა და ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში “ლურჯები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ და ლიდერ “არსენალს” 15 ქულით ჩამორჩებიან.
ვინ გაწვრთნის “ჩელსის”? – ფავორიტი გამოიკვეთა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში – რამოსს “სევილიას” ყიდვა სურს
ვინ გაწვრთნის “ჩელსის”? – ფავორიტი გამოიკვეთა
თუ გვარდიოლა წავა – “სიტიმ” ესპანელის შემცვლელი შეარჩია
“ფეხბურთელის სურვილით “რეალთან” მოლაპარაკებები შეჩერებულია – ვინისიუსმა შესაძლოა, “სამეფო კლუბი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე დატოვოს
[VIDEO] “ეს ვინ თქვა?!” – მარესკა ფინალის წინ პსჟ-ისთან მატჩთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გააღიზიანა
სრულ მზადყოფნაშია – 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს “ჩელსის” ძირითადში ელიან




