ექიმების ინფორმაციით, მეტროს ლიანდაგებში ჩავარდნილი მოქალაქის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მოქალაქის, რომელიც მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ განუცხადეს, პაციენტს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მოქალაქე ლიანდაგებიდან საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ