ექთნები ქვეყნიდან გადიან, უცხოეთში უკეთესი ემოციური ცხოვრება აქვთ – საექთნო ასოციაცია

“კოლეჯებში მომართვიანობა ძალიან დაბალია, რადგან ექთნის პროფესია ძალიან დაბალ დონეზეა”, – ამის შესახებ საექთნო ასოციაცია “ნუმანეს” დამფუძნებელმა განაცხადა. როგორც თამარ დაუსმა BMG-სთან აღნიშნა, ვინაიდან ქვეყანაში ექთნის პროფესიის აღქმა არ არსებობს, საექთნო კოლეჯში ჩაბარება არავის სურს.