ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, 9.7 % ეკონომიკურ ზრდას მიაღწია საშუალოდ – ირაკლი კობახიძე

ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, 9.7 % ეკონომიკურ ზრდას მიაღწია საშუალოდ –
ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, 9.7 % ეკონომიკურ ზრდას მიაღწია საშუალოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა ექნება საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. საქართველოს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თანაფარდობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავს ქვეყნებს შორის და 2022-2024 წლებში საშუალოდ 6%-ს აღემატება.
რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საქონლის ექსპორტსა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში. 2024 წელს საქონლის ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 7.3%-იანი ზრდა აჩვენა და ისტორიულ მაქსიმუმს – 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო ინარჩუნებს ინფლაციის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ დონეს უფრო ფართო რეგიონში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მის ეკონომიკურ სტაბილურობას.
„დაბალი და სტაბილური ინფლაცია ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შესაძლოა, განპირობებული იყოს პროდუქტიულობისა და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაუმჯობესებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს