„ეფესბეს” ხელმძღვანელი – შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა პირდაპირ კავშირშია „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმასთან

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო პირდაპირ კავშირშია „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან, – ამის შესახებ ს უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა ბიშკეკში, დსთ-ს ქვეყნების უსაფრთხოებისა და სპეციალური სამსახურების უწყებების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„გამოძიება გრძელდება, მაგრამ უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა პირდაპირ კავშირშია ამ თავდასხმასთან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დანაშაულის ყველა გარემოება დადგინდება და ყველა მონაწილე დაისჯება“, – აღნიშნა ბორტნიკოვმა.
შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?