ეფესბეს ხელმძღვანელი დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს კავშირში ოპერაციასთან “ობობის ქსელი”

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებს ბრალი დასდო, რომ მათი “პატრონაჟით” ს ტერიტორიაზე ხორციელდება “ტერორიზმისა და დივერსიის” აქციები. ბორტნიკოვი ამ განცხადებებით გამოვიდა დსთ-ის სახელმწიფოთა სპეცამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრაზე.
კერძოდ, ბორტნიკოვი აცხადებს, რომ ბრიტანეთის სპეცსამსახურები ზედამხედველობას უწევდნენ უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერაცია “ობობის ქსელს”, რომლის შედეგადაც ივნისის დასაწყისში რამდენიმე აეროდრომზე განადგურდა ან დაზიანდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები. “ასევე ინგლისელებმა უზრუნველყვეს შემდგომი პროპაგანდისტული თანხლება, მედიასაშუალებებში ყალბი ცნობების შეტანით თითქოს უზარმაზარ ზიანზე და დივერსიის მხოლოდდამხოლოდ უკრაინულ ‘ავტორობაზე'” – ირწმუნება ბორტნიკოვი.
ეფესბეს ხელმძღვანელის ვერსიით, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, MI-6, უკრაინის სპეცსამსახურებთან ერთად გეგმავს თავდასხმებს ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებზე, მათ შორის საბრძოლო მოცურავეთა გამოყენებით. ბორტნიკოვი ასევე აცხადებს, რომ სწორედ დიდი ბრიტანეთი აგულიანებს ევროკავშირს რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირებისკენ.
ბორტნიკოვს არანაირი მტკიცებულება არ მოუტანია თავისი განცხადებების გასამყარებლად. -ის მიმართ ბრალდება მას არ გამოუთქვამს, თუმცა ეფესბეს დირექტორმა ნატო მთლიანობაში დაადანაშაულა ევროპის თავზე დრონებით ფრენების ორგანიზებაში, საიმისოდ, რომ ამაში რუსეთს დასდონ ბრალი.
დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს ს იქ შეჭრილ რუსეთის ძალებთან ომში, მათ შორის იარაღის მიწოდების, სამხედროთა წვრთნის და ინფორმაციის მიწოდების გზებით. ოპერაციებში დიდი ბრიტანეთის ძალების პირდაპირ მონაწილეობას ც და ლონდონიც უარყოფენ.
დიდმა ბრიტანეთმა ახლახან სანქციების ახალი პაკეტი დაუწესა რუსეთს – სიაში მოხვდნენ უმსხვილესი ნავთობკომპანიები “როსნეფტი” და “ლუკოილი”.