შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა ფორმულას ეთერში, თქვა:
მე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეფესბეს წარმომადგენლები სხედან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან ქართულ სპეცსამსახურებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციებში. [წყაროებს] პირადად ჰყავთ ეს ხალხი ნანახი სუს-ის შენობაში. ესენი არიან, ჩემი აზრით, ტექნიკური პერსონალი, რომლებიც მხარს უჭერენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სხვადასხვა საკითხებში – ტექნოლოგიურ, ინფორმაციის, მონაცემთა მოპოვების თუ სხვა საქმეებში
