რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მათ დააკავეს „უკრაინელი ჯაშუში, რომელსაც რუსი გენერლის აფეთქებაში სდებენ ბრალს“.
„ეფესბეს“ საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, მათ “უკრაინის სპეციალური სერვისების აგენტი იგნატ კუზინი” დააკავეს, რომელმაც “ვოლკსვაგენის მარკის ავტომობილში დაამონტაჟა ასაფეთქებელი ნივთიერება, რათა გენერალი იაროსლავ მოსკალიკი მოეკლა“.
გენერალი მოსკალიკი გენერალური შტაბის ძირითადი ოპერატიული დირექტორატის მოადგილე იყო. 25 აპრილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ გრუ-ს ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე, იაროსლავ მოსკალიკი მოკლეს.
ავტომობილი იმ დროს აფეთქდა, როცა მან სეირნობისას გვერდით ჩაუარა, რასაც გენერლის გარდაცვალება მოჰყვა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, კუზინმა ავტომობილი, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული, დისტანციურად უკრაინიდან ააფეთქა. რუსული მედიაც იტყობინება, რომ გავრცელდა ვიდეო, სადაც დაკავებული კაცი დანაშაულს აღიარებს.
მანამდე კრემლმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და თქვა, რომ კიევი „აგრძელებს ტერორისტულ საქმიანობას ქვეყნის ტერიტორიაზე“.
გენერალი მოსკალიკი წარმოადგენდა რუსეთს 2015 წელს პარიზში უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებებში, რაც მოგვიანებით ჩაშლილი მინსკის შეთანხმებების საფუძველი გახდა. ამ შეთანხმების მიზანი 2014 წელს დაწყებული ომის შეჩერება იყო დონბასის რეგიონში, სადაც უკრაინასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა 2022 წლის თებერვალში დაიწყო.
ფორუმი
