ეუთო-ს 37 ქვეყანა ოცნებას მოუწოდებს, ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი გაათავისუფლოს

ეუთოს წევრი 37 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, , , ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, , ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, , გაერთიანებული სამეფო და ლიეტუვა.
განცხადების თანახმად, წევრი სახელმწიფოები წუხილს გამოხატავენ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დროულად არმიწვევის გამო, ასევე გამოხატავენ “ღრმა და უცვლელ შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით”.