ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის – რას ნიშნავს ეს?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხრივ ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ეუთო-ს წევ­რი 24 ქვე­ყა­ნა ექ­სპერ­ტულ მი­სი­ას ქმნის.

შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

კერ­ძოდ, გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 24-მა ქვე­ყა­ნამ ეუ­თოს “მოს­კო­ვის მე­ქა­ნიზ­მი” გა­აქ­ტი­უ­რა, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მხრივ ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ექ­სპერ­ტუ­ლი მი­სია შე­იქ­მნას.

ასე­ვე, გან­ცხა­დე­ბა­ში ისი­ნი მო­უ­წო­დე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს, ითა­ნამ­შრომ­ლოს და ხელი შე­უ­წყოს მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას.

“რო­გორც ეუ­თოს წევ­რმა ქვე­ყა­ნამ, სა­ქარ­თვე­ლომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აიღო.

მან, ასე­ვე, აღი­ა­რა, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა საკ­ვან­ძო ფაქ­ტო­რია მშვი­დო­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, რაც სა­ჭი­როა ქვეყ­ნებს შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად,” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე, გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში ეუ­თოს 38-მა ქვე­ყა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში “ვე­ნის მე­ქა­ნიზ­მი” გა­ა­აქ­ტი­უ­რა, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ე­ხა­ტათ და მეტი ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­თხო­ვათ, თუმ­ცა, გან­ცხა­დე­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ მას შემ­დეგ “სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ადა­მი­ა­ნუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ერ­თო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მხრივ მათი შეშ­ფო­თე­ბა მხო­ლოდ გა­ი­ზარ­და.”

“ვა­დას­ტუ­რებთ 2025 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბას, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მის სუ­ლის­კვე­თე­ბით ჩვენ­მა დე­ლე­გა­ცი­ებ­მა დღეს ოდი­რის დი­რექ­ტორს მის­წე­რეს.

ხაზს ვუს­ვამთ 2024 წლის “ვე­ნის მე­ქა­ნიზ­მში” და­ყე­ნე­ბულ კი­თხვებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუხს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ვუ­წო­დებთ, ითა­ნამ­შრომ­ლოს და ხელი შე­უ­წყოს მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას, “მოს­კო­ვის დო­კუ­მენ­ტის” მე-6 პა­რაგ­რა­ფის შე­სა­ბა­მი­სად. ასე­თი ჩარ­თუ­ლო­ბა კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და ღია დი­ა­ლო­გის­თვის კე­თი­ლი ნე­ბი­სა და მზა­ო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა იქ­ნე­ბა”, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბას უერ­თდე­ბა: ალ­ბა­ნე­თი, ავ­სტრია, ბელ­გია, ბოს­ნია-ჰერ­ცე­გო­ვი­ნა, კა­ნა­და, ჩე­ხე­თი, და­ნია, ეს­ტო­ნე­თი, ფი­ნე­თი, გერ­მა­ნია, ირ­ლან­დია, ის­ლან­დია, ლატ­ვია, ლიხ­ტენშტე­ი­ნი, ლი­ე­ტუ­ვა, ლუქ­სემ­ბურ­გი, მოლ­დო­ვა, მონ­ტე­ნეგ­რო, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ნორ­ვე­გია, სლო­ვე­ნია, უკ­რა­ი­ნა, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო და შვე­დე­თი.

  • რა არის “მოს­კო­ვის მე­ქა­ნიზ­მი“?

ეუ­თოს “მოს­კო­ვის მე­ქა­ნიზ­მი“, რო­მე­ლიც ეყ­რდნო­ბა 1989 წელს მი­ღე­ბულ “ვე­ნის მე­ქა­ნიზმს“, მი­ი­ღეს 1991 წელს. ორი­ვე მე­ქა­ნიზ­მი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მიზ­ნით შე­იქ­მნა.

ეუ­თოს “მოს­კო­ვის მე­ქა­ნიზ­მი“ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ეუ­თოს წევრ ქვეყ­ნებს, გა­მო­ი­ძი­ონ “სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ“ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში, – ამ ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის მი­უ­ხე­და­ვად.

შექ­მნის დღი­დან “მოს­კო­ვის მე­ქა­ნიზ­მი“, სულ მცი­რე, 15-ჯერ გა­აქ­ტი­ურ­და, მათ შო­რის:

  • ბე­ლა­რუ­სის 2010 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ – 14 წევ­რი ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნით;
  • 1999 წელს “მოს­კო­ვის მე­ქა­ნიზ­მი“ გა­ა­აქ­ტი­უ­რა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ ნა­ტოს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ყო­ფილ იუ­გოს­ლა­ვი­ა­ში;
  • ასე­ვე, 2018 წელს 16-მა ქვე­ყა­ნამ მო­ი­თხო­ვა რუ­სეთ­ში, კერ­ძოდ კი ჩეჩ­ნეთ­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ ვი­თა­რე­ბის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად.
  • მე­ქა­ნიზ­მი ამოქ­მედ­და 2022 წელს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დე­გაც.