ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა

“დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში”, – წერს ის.
Following discussions and after close consideration, I’ve decided to postpone visiting Georgia until a time that the @OSCEPA’s engagement would be most effective. We remain ready to listen to all voices and offer assistance in implementing @osce_odihr election recommendations.— Pia Kauma (@PiaKauma) January 6, 2025
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი.
მას შემდეგ, რაც ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურმა კოალიციებმა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა პია კაუმას მიმართეს და ვიზიტის გადადება სთხოვეს.
3 ოპოზიციური კოალიცია აცხადებდა, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვიზიტის გადადება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი ს დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ.