ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე რუსთაველზე აქციის მონაწილეებს შეხვდა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რუსთაველის გამზირზე მივიდა და აქციის მონაწილეებს ესაუბრა.
მან აქციის მონაწილეებისგან პირადად მოისმინა, როგორი რეპრესიების მსხვერპლნი არიან ის ახალგაზრდები, რომელბიც 300 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან. ესაუბრნენ და გააცნეს მათი პროტესტის მიზეზი და სამომავლო გეგმა.
მათ ასევე დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, რა ახალ შემზღუდავ კანონებს იღებს “ქართული ოცნება“.
ვალტონენს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საკანონმდებლო ორგანოს წინ უწყვეტი პროტესტი 321-ე დღეა მიმდინარეობს.(ტვპირველი)