ეუთო-ს დასკვნა არის კატასტროფული, უკიდურესად ნეგატიური, ძალიან კრიტიკული – თინა ხიდაშელი
ეუთო-მ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც არის კატასტროფული, უკიდურესად ნეგატიური, ძალიან კრიტიკული, – ამბობს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელი, რომელიც ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა. შეხვედრის თემა ეუთო/ოდირის დასკვნა იყო.
მისივე შეფასებით, არც ერთი სიტყვით ამ დასკვნაში, არც ერთი პარამეტრი, რომლითაც არჩევნები ფასდება, არ არის შეფასებული, როგორც ან წარმატებული, ან დადებითი, ან სამართლიანი. ხიდაშელის აზრით,ახლა ნაბიჯები უფრო სწრაფად არის გადასადგმელი.
„რა თქმა უნდა, ამის შემდეგ, თეორიულადაც არ არსებობს იმის საფუძველი, ვინმემ ამტკიცოს, რომ ამ არჩევნებზე შეიძლება რამე პოზიტიური ითქვას, ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს. ეუთო-ს დასკვნის გამოქვეყნებას რამდენიმე ევროპული სახელმწიფოსგან გამოხმაურებები მოჰყვა. დღევანდელი შეხვედრის ამოცანაც ეს იყო, რომ ახლა უკვე გაცილებით სწრაფად არის მოძრაობა საჭირო, რომ ეს არალეგიტიმურობის პროცესი დასრულდეს და ქვეყანაში არჩევნები დაინიშნოს, იმისათვის რომ სიმშვიდე მოვიპოვოთ, საბოლო ჯამში დავბრუნდეთ განვითარების, ევროპული ინტეგრაციის და პროგრესის იმ გზაზე, რომელიც წესით, ამ ერთი წლის განმავლობაში უნდა გვქონოდა“, – განაცხადა ხიდაშელმა.