ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით
ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან გავცვალეთ მოსაზრებები საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე მან გამოხატა მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
„დანიის სამეფოს ქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტზე მქონდა პატივი ნაყოფიერი დისკუსიები მქონოდა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, მის აღმატებულება ფერიდუნ სინირლიოღლუსთან. შეხვედრაზე მოსაზრებები გავცვალეთ საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. საუბრისას გამოვხატე მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს პრემიერი.
Previous: სუს-მა გამოავლინა კონკრეტული ქსელები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საქართველოში რადიკალური სცენარების დაგეგმვა, თუმცა ამ გეგმებს განხორციელება არ უწერია

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: მიუხედავად ასეთი მსხვილი და უპრეცედენტო ინვესტიციისა, სახელმწიფოს არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება და არ გაუცია საგამონაკლისო რეჟიმი უშუალოდ ამ ინვესტორისთვის

შეუძლებელია Eagle Hills-ის ინვესტიცია განხორციელდეს სხვა დარგების მონაწილეობის გარეშე, პროცესში ჩართული იქნება ბევრი ქართული კომპანია, როგორც კონტრაქტორი და ქვეკონტრაქტორი – ჯემალ ინაიშვილი