ეუთო/ოდირი – მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, მოეხდინა ამომრჩევლების ინფორმირება ახალ ტექნოლოგიებზე, არჩევნებზე ბევრ ამომრჩეველს შეექმნა სირთულეები და სათანადო ინსტრუქტაჟი არ მიიღო, რამაც გამოიწვია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები

კარგი საერთაშორისო პრაქტიკიდან გადახვევით -მ არ მისცა ძირითად დაინტერესებულ მხარეებს ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებულ პროცესებსა და დოკუმენტაციაზე სრული წვდომა და შესაბამისი აუდიტის ანგარიშები გამოქვეყნდა მხოლოდ ს დღის შემდეგ, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას და ზრდის შეშფოთებას ამომრჩეველთა ვინაობის გასამჟღავნებლად მოწყობილობების მოწყვლადობასთან და პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პირველად, უმეტეს საარჩევნო უბნებში დაინერგა ელექტრონული მოწყობილობები ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის, ხმების დათვლისა და წინასწარი შედეგების გადასაცემად.
„მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობამ მიიჩნია ეს დადებით ღონისძიებად არჩევნების დღის პროცესის კეთილსინდისიერებისადმი ნდობის გასაზრდელად, კარგი საერთაშორისო პრაქტიკიდან გადახვევით ცესკო-მ არ მისცა ძირითად დაინტერესებულ მხარეებს მოწყობილობებთან დაკავშირებულ პროცესებსა და დოკუმენტაციაზე სრული წვდომა და შესაბამისი აუდიტის ანგარიშები გამოქვეყნდა მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას და ზრდის შეშფოთებას ამომრჩეველთა ვინაობის გასამჟღავნებლად მოწყობილობების მოწყვლადობასთან და პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.
მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, მოეხდინა ამომრჩევლების ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, არჩევნების დღეს ბევრ ამომრჩეველს შეექმნა სირთულეები ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას და სათანადო ინსტრუქტაჟი არ მიიღო, რამაც გამოიწვია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.