ეუთო/ოდირი ადასტურებს, რომ ამ დრომდე ელოდება ოცნების პასუხს სასამართლოების მონიტორინგზე

ეუთო/ოდირი ფორმულას უდასტურებს, რომ ამ დრომდე ელოდება თანხმობას ქართული ოცნებისგან, რათა სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყოს.
ეუთო/ოდირმა ამ მექანიზმის ამოქმედების ინიციატივით ქართული ოცნების მთავრობას ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
“სასამართლო პროცესების მონიტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების პატივისცემის სანდო და ობიექტური შეფასების უზრუნველსაყოფად. თუმცა, ასეთი მონიტორინგის განხორციელება მოითხოვს ყველა შესაბამისი ეროვნული ორგანოს თანხმობას და თანამშრომლობას, ODIHR-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად.
ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს ეუთოში საქართველოს დელეგაციასთან, რათა დავადასტუროთ საჭირო თანამშრომლობა და უზრუნველვყოთ ეს და სხვა შესაბამისი დახმარება. ODIHR მზადაა, ჩაატაროს სასამართლო პროცესების მონიტორინგი საქართველოში ჩვენი კარგად დამკვიდრებული მონიტორინგის მეთოდოლოგიის შესაბამისად და ეს მზადყოფნა გამოხატულ იქნა საქართველოს ხელისუფლებისთვის 2025 წლის იანვრიდან.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს და ეუთოს რეგიონის ყველა სახელმწიფოს დახმარებას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.