ეუთო/ოდირის დოკუმენტი ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია, ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამ დაფიქსირებული ხარვეზების ირგვლივ მაქსიმალურად მუშაობა არის ის სივრცე, სადაც უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა ეუთოსთან – ნინო წილოსანი

ეუთო/ოდირის დოკუმენტი ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია, ჩვენც მიგვაჩნია, რომ ამ დაფიქსირებული ხარვეზების ირგვლივ მაქსიმალურად მუშაობა არის ის სივრცე, სადაც უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა ეუთოსთან – ნინო წილოსანი
ეუთო/ოდირის დოკუმენტი გარდა იმ ზოგადი სიტუაციური აღწერისა და არჩევნების შეფასებისა, ასევე მოიცავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომში შესასრულებლად არის გათვალისწინებული, ეს ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ეუთოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს.
„ახლა უკვე ეუთოს საპარლამენტო პრეზიდენტი აღიარებს ქართულ ხელისუფლებას და გარკვეული თანამშრომლობის ნაბიჯებს სთავაზობს. თავისდათავად, ჩვენც მიგვაჩნია, რომ იმ რეკომენდაციების გათვალისწინება და მაქსიმალურად მუშაობა ამ დაფიქსირებული ხარვეზების ირგვლივ არის ის სივრცე, სადაც უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა ეუთოსთან. ეუთო ოდირის დოკუმენტი გარდა იმ ზოგადი სიტუაციური აღწერისა და არჩევნების შეფასებისა, ასევე მოიცავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომში შესასრულებლად არის გათვალისწინებული, ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – აღნიშნავს წილოსანი.
ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნით დადასტურდა, რომ საქართველოში თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა