ეუთოს 40-მდე წევრი ეხმაურება საქართველოში განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობებს

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაზე, 39-მა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გააკეთა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეუთოს ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობების მიერ გადადგმული ნაბიჯები — იქნება ეს სხვა მონაწილე სახელმწიფოების თუ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ — საფრთხეს უქმნის და არღვევს რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებელ საფუძვლებს.
განცხადება მიმოხილავს ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის ეროზიას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა , ბელარუსი, სერბეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთსა და საქართველოში.
„საქართველოში, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით მოსარგებლე პირთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ არსებული ცნობების გამოუძიებლობა ასახავს განსხვავებული აზრისთვის სამოქალაქო სივრცის შევიწროებას და ქმნის დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო შეზღუდვები განსხვავებული საზოგადოებრივი აზრის ჩახშობის საფრთხეს ქმნის“, — ნათქვამია განცხადებაში საქართველოს შესახებ.
განცხადებას ხელს აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, , ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, , სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, , გაერთიანებული სამეფო და .

ასევე დაგაინტერესებთ