ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება – უცნობია ითანამშრომლებს თუ არა “ოცნება” ორგანიზაციასთან (ვიდეო)

ეუთოს სპეციალური მისია საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება – “ქართულმა ოცნებამ” მალე უნდა განაცხადოს ითანამშრომლებს, თუ არა “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში ჩამოსულ მისიასთან.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, “მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედება უკვე ნიშნავს, რომ 24 ქვეყანა ხედავს, რომ საქართველოში “დემოკრატიის ყველა პრინციპი დარღვეულია”.

ნათელია, რომ ვინც აგებს პასუხს, არის ის ვინც არის ძალაუფლებაში, ვინც მართავს ამ ქვეყანას უკვე 13 წელია და ვინც დაარღვია ყველა ის მთავარი პრინციპი, რაზეც დგას დემოკრატიული სახელმწიფო. ეს ნიშნავს, პირველ რიგში, მონიტორინგს იმის შესახებ, რაც ხდება საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გაერთიანდნენ და ეს მექანიზმი მიაღებინეს ეუთოს ნიშნავს, რომ ისინი უკვე ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში პრაქტიკულად დემოკრატიის ყველა პრინციპი დარღვეულია და მიდის ეს ქვეყანა, თუ მისულია ძალიან ახლოს იმასთან, რასაც ჰქვია ავტორიტარული რეჟიმი, თუ დიქტატურა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან სამწუხარო ნიშანი იმის, თუ სად ვართ მიუსლი,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)