ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა.
 „დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“ — წერს კაუმა X-ზე.
ცნობისთვის, პია კაუმას ვიზიტი 8-10 იანვარს იყო დაგეგმილი. ქართულმა პროდასავლურმა პოლიტიკურმა კოალიციებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ ახლა ამ ვიზიტის შესაფერისი დრო არ იყო და იგი “ოცნებას” აძლევდა საბაბს, რომ გაყალბებული ს შედეგები ლეგიტიმურად კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები