ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტი ერთგვარი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, აღიარეთ და ითანამშრომლეთ საქართველოს ლეგიტიმურ, მოქმედ ხელისუფლებასთან!

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტი ერთგვარი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, აღიარეთ და ითანამშრომლეთ საქართველოს ლეგიტიმურ, მოქმედ ხელისუფლებასთან!
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პია კაუმას საქართველოში ვიზიტმა ოპოზიციის სრული ლუსტრაცია მოახდინა. წარმოუდგენელია, ოპოზიციური ლიდერების პოზიცია, რომლებიც კაუმას საქართველოში ვიზიტის გაუქმებას სთხოვენ, ცალკეული განცხადებების გარდა, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ პია კაუმას ოფიციალური, ერთობლივი წერილი მისწერა, სადაც კაუმას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ,- წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში ვიზიტი ერთგვარი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ აღიარონ და ითანამშრომლონ საქართველოს ლეგიტიმურ, მოქმედ ხელისუფლებასთან.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმას საქართველოში ვიზიტმა ოპოზიციის სრული ლუსტრაცია მოახდინა. წარმოუდგენელია, ოპოზიციური ლიდერების პოზიცია, რომლებიც კაუმას საქართველოში ვიზიტის გაუქმებას სთხოვენ, ცალკეული განცხადებების გარდა, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ პია კაუმას ოფიციალური, ერთობლივი წერილი მისწერა, სადაც კაუმას გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებენ. პარალელურად გააქტიურდნენ, ოპოზიციის სატელიტი ცალკეული ევროპარლამენტარები, რომლებიც ვიზიტს ნაჩქარევს უწოდებენ და მცდარ ნაბიჯად წარმოაჩენენ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა საქართველოში ვიზიტი ერთგვარი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, აღიარეთ და ითანამშრომლეთ საქართველოს ლეგიტიმურ, მოქმედ ხელისუფლებასთან! სწორედ ეს აფრთხობს ოპოზიციას, ისინი ხვდებიან, რომ შორდებიან მთავარ მიზანს, რასაც რიგგარეშე /რევოლუცია ჰქვია. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებულ ობიექტურად შეაფასა და მაღალი შეფასება მისცა, ოპოზიციას სიმართლე და ობიექტურობა აშინებს, რაც ვიზიტის მიმართ მათ ნეგატიურად განაწყობებს ხსნის.
ადრე თუ ოპოზიცია, ევროპის კაბინეტებში მალულად დარბოდა და საქართველოს სანქცირებას, კანდიდატის სტატუსის არ მიცემას და ა.შ. ითხოვდა, ახლა მათ სახელმწიფოსთან ღია კონფრონტაცია აირჩიეს, რაც ოპოზიციის დიაგნოზია! ოპოზიცია არსებული კონფიგურაციით ბოლო დღეებს ითვლის, ამიტომ ვა ბანკზე წავიდნენ და სახელმწიფოს, ქართველ ხალხს ღიად დაუპირისპირდნენ,“- წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს