ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საკმაოდ მწვავედ დავაყენეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და გავახსენეთ მთელ აუდიტორიას, საუბრის დროს აუცილებელია, ყველამ ახსენოს, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საკმაოდ მწვავედ დავაყენეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და გავახსენეთ მთელ აუდიტორიას, საუბრის დროს აუცილებელია, ყველამ ახსენოს, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია
ჩვენ საკმაოდ მწვავედ დავაყენეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი და გავახსენეთ მთელ აუდიტორიას, საუბრის დროს აუცილებელია, ყველამ ახსენოს, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, – განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება.
ასამბლეა განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას და პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებშია.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ხვალ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში შეტანილია იქნება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი.
„სამწუხაროდ, ამ ანგარიშის შემდგენელს არ ჰქონდა წარმოდგენილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ჩვენ საკმაოდ მწვავედ დავაყენეთ ეს საკითხი და გავახსენეთ მას და ასევე მთელს აუდიტორიას, რომ საქართველოზე საუბრის დროს აუცილებელია, ყველამ ახსენოს ის, რომ ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ასევე, საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით 8%, ანუ 300 ათასი ადამიანი არის საკუთარი სახლებიდან დევნილი. მივიღე პირობა, რომ ეს საკითხი მკაფიოდ იქნება ასახული შემდგომ ანგარიშში.
დღეს ჩვენ ასევე შეხვედრა გვექნება ეუთოს ახლად არჩეულ გენერალურ მდივანთან. ვისაუბრებთ არა მხოლოდ კონფლიქტის საკითხებზე, არამედ – ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მოვლენებზე და ასევე იმ პროცესზე, რომელიც დაგეგმილი გვაქვს პარლამენტში.
მოგეხსენებათ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მთავარი დამკვირვებელი ორგანიზაციაა არჩევნების და ჩვენ ასევე გვექნება არჩევნების განხილვა. ჩვენი არგუმენტი პირველ რიგში, არის თვითონ ეუთოს დასკვნა, რომელშიც ეწერა, რომ იყო კონკურენტული; რომელშიც ეწერა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ თავისუფალი წვდომა მედიაზე, მიუხედავად იმისა, რომ მედია პოლარიზებულია, მაგრამ წვდომა ყველას ჰქონდა.
საუბარი იყო იმაზე, რომ ამომრჩევლებს შეეძლოთ, თავისუფლად აერჩიათ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ სურდათ, რომ მოსულიყო ხელისუფლებაში – არჩევანი იყო საკმაოდ დიდი. რაც მთავარია, ვერავინ ნახა ვერანაირი ფაქტი იმისა, რომ იყო გაყალბებული და მათ შორის, დადასტურდა სისწორე ელექტრონული მთვლელი მანქანებისა, რომელიც ამ არჩევნებში პირველად იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა სამხარაძემ.
ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გაიხსნა, სადაც ქართული დელეგაციაც იმყოფება. დელეგაციას ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. ასამბლეა განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას და პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებშია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში