ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრა და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხვდება. ის სომხეთშიც გეგმავს ვიზიტს.
ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს არ შეხვდა ირაკლი კობახიძე. ამის მიზეზი გახდა ვალტონენის მისვლა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე და მისი კრიტიკული განცხადებები მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართული ბრიფინგის დროს.