ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი იგნაციო კასისი კიევში ჩავიდა, -ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კასისთან ერთად კიევში ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუც იმყოფება.
„მე აქ ვარ, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ეუთოს, როგორც დიალოგის პლატფორმის როლი და მისი მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის მცდელობებს საერთაშორისო სამართლისა და ჰელსინკის პრინციპების შესაბამისად“, – წერს კასისი სოციალურ ქსელში.




