ეუთოს ფარგლებში შექმნილი მინსკის ჯგუფი, რომელიც 1992 წელს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით ჩამოყალიბდა, იშლება.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, სამმხრივი სამიტის ფარგლებში აშშ-ს მონაწილეობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ხელი მოაწერეს მიმართვას ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ. მინსკის ჯგუფს თანათავმჯდომარეობდნენ რუსეთი, აშშ და საფრანგეთი.
როგორც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, ეუთოს მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი მინსკის პროცესის დახურვის შესახებ უკვე გავრცელდა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის მოწოდებით, მხარი დაუჭირონ „საჭირო პროცედურებს ამ გადაწყვეტილების მისაღებად“.
