ეუთოს მინისტერიალში საქართველოს საგარეო მინისტრის მონაწილეობაზე უარი გაუგებარი იქნება – კობახიძე

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეუთოს ფორმატი და სხვა ფორმატებიც უნდა გამოიყენებოდეს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ასე გამოეხმაურა იგი პარლამენტში მისთვის მედიის მიერ დასმულ კითხვას, უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრაში, რომელსაც და ბალტიისპირეთის ქვეყნები ბოიკოტს უცხადებენ, ს საგარეო საქმე მინისტრის, ს მონაწილეობის გამო.
კობახიძის განცხადებით, საქართველო ეუთოს წევრი ქვეყანაა, გარდა ამისა, სკოპიეში სამიტს დაესწრებიან -ის სახელმწიფო მდივანი და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი.
„გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მინიმუმ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. ეუთო არის ის ფორმატი, სადაც განიხილება, პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხები და მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე. მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“, – განაცხადა მ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში მონაწილეობაზე უარისკენ მოუწოდა ოპოზიციურმა პარტია “ლელომ”.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” წარმომადგენელმა გრიგოლ გეგელიამ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიბაძოს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიისა და ს გადაწყვეტილებას და ბოიკოტი გამოუცხადოს სხდომას. ამასთან, პოლიტიკოსმა თქვა, რომ თუ ილია დარჩიაშვილი დაესწრება ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს, უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო ანტირუსული გზავნილები და გამოხატოს ბოიკოტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც შეიძლება სხდომის დატოვებაში გამოიხატოს.
სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება.
სკოპიეში 30 ნოემბერს იწყება ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა. ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
ეუთოს წინა მინისტერიალზე, რომელიც 2022 წელს პოლონეთში ჩატარდა, ვარშავამ უარი თქვა ქვეყანაში ლავროვის შეშვებაზე.