ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლისას ილია დარჩიაშვილმა ყურადღება რუსული აგრესიის შედეგებზე გაამახვილა – ფრანგმა, გერმანელმა და შვედმა კოლეგებმა კი რუსეთის პირველ დიპლომატს 2008 წელს საქართველოზე თავდასხმა და 2022 წელს უკრაინაში შეჭრა შეახსენეს

ქართული ოპოზიცია საკუთარ ხელისუფლებას ეუთოს მინისტერიალზე დასწრების გამო აკრიტიკებს, მაგრამ არ იმჩნევს ჩრდილოეთ მაკედონიაში იმავე ღონისძიებაზე მყოფ უკრაინელებს, რომლებიც თითქმის ორი წელია რუსეთთან ომში იმყოფებიან.
მართალია დან ჩასულმა დელეგატებმა დარბაზი ს სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვეს, თუმცა მანამდე მინისტერიალში ჩვეულებრივად მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ყველაზე არასასურველმა სტუმარმა კი ტრიბუნა ტრადიციულად ევროკავშირისა და და შეერთებული შტატების კრიტიკისთვის გამოიყენა და მათ ბრალი, ს წინააღმდეგ, კიევისა და თბილისის წაქეზებაში დასდო.
სერგეი ლავროვს, რომელიც ში ომის დაწყების შემდეგ სანქციების გამო პირველად მოხვდა ევროპაში, კონფლიქტების ისტორიის დამახინჯების უფლება ევროკავშირის პირველმა დიპლომატებმა არ მისცეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საფრანგეთის, გერმანიისა და შვედეთის პირველმა დიპლომატებმა 2008 წელს საქართველოზე თავდასხმა და 2022 წელს უკრაინაში შეჭრა შეახსენეს.
რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა სკოპიეში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ილია დარჩიაშვილმა 70 ქვეყნის დელეგატის წინაშე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვი ეუთოს პრინციპებს დღემდე არღვევს.
როგორც სკოპიეში ამბობენ, ლავროვი ეუთოში ჩავიდა და არა ჩრდ.მაკედონიაში. ხელი ეუთოს თავმჯდომარემ ჩამოართვა და არა ჩრდილო მაკედონელმა კოლეგამ – ეს გამიჯვნა ქვეყანას მას შემდეგ დასჭირდა, რაც ევროპის მიწაზე პირველი გახდა, ვინც ომის შემდეგ აგრესორი ქვეყნის პირველ დიპლომატს უმასპინძლა. მედიის წინაშე ამ თემაზე განმარტების გაკეთება ევროკომისარ ბორელსაც მოუწია.
ლავროვის დახვედრა უღიმღამო იყო, სიტყვით გამოსვლა კი ხმაურიანი. ძირითადად სკამების გამო, რომლებსაც დამსწრეთა ნაწილი ლავროვის მიმართვის დროს დემონსტრაციულად ტოვებდა, სწორედ ამას მოჰყვა მისი რეპლიკა – “leave me alone – დამტოვეთ მარტო”. შემდეგ კი იყო გრძელი სიტყვა, რომლის ერთერთი მთავარი ხაზი ამჯერადაც საქართელოს ეხებოდა.

3 წუთის ნაცვლად გრძლად მოყოლილი ისტორიის დამახინჯება ლავროვს არ დაანებეს, საამისოდ დარბაზში საკმარისზე მეტი თვითმხილველი იჯდა, რომლებსაც თავისი თვალით აქვთ ნანახი, არა მხოლოდ 2022 თუ 2014 წლები უკრაინაში, არამედ 2008 წელი საქართველოში და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. პასუხი გასცეს ლავროვის იმ მრავალწლიან ნარატივსაც, რომ ეუთოს დასასრული მოახლოვდა.
ლავროვის სიტყვას არ დასწრებია -ის სახელმწიფო მდივანი. ენტონი ბლინკენმა სკოპიე ჯერ კიდევ გუშინ დატოვა და ისრაელში ჩაფრინდა. თუმცა აშშ-ის წარმომადგენლობა ადგილზე იყო, ისევე როგორც ევროკავშირის. საქართველოს უმთავრესმა პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთის მიერ წარსულში წამოწყებულ კონფლიქტების გადაჭრას ახლებური მიდგომები სჭირდებათ.

ეუთოს მინისტერიალზე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. ილია დარჩიაშვილმა სკოპიეში ვიზიტი ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოიყენა. მათ შორის შეხვდა უნგრელ, ავსტრიელ და შვედ კოლეგებს, აგრეთვე ნატოსა და ეუთოს უმაღლეს წარმომადგენლებს. სიტყვით გამოსვლისას კი მისი მთავარი სათქმელი რუსული აგრესიის შედეგებს დაეთმო და იმას, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა დეოკუპაცია და აფხაზ და ოს ძმებთან შერიგებაა. სამშვიდობო პოლიტიკის პარალელურად, რუსეთის აგრესიული ნაბიჯები მინისტრმა სკოპიეშიც ხმამაღლა გააჟღერა, მით უმეტეს, რომ ქვეყანამ სულ ახლახან რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლი, თამაზ გინტური დაკარგა.

ეუთოს თავმჯდომარეობას მალე მალტა გადაიბარებს, მანამდე ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ჩრდ.მაკედონიამ უმასპინძლა. სერგეი ლავროვის გამო დისკუსიებს არ ესწრებოდნენ უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე პოლონეთი, რომელმაც შარშანდელ ეუთოს სხდომაზე რუსი დიპლომატი ქვეყანაში არ შეუშვა. ამჯერად კი ლავროვს პრობლემები შეექმნა, მათ შორის ბულგარეთის მხრიდან, რომელიც მისთვის საჰაერო სივრცის გახსნას დასთანხმდა, თუმცა ს ბორტზე ყოფნის გამო გადაიფიქრა, რამაც კრემლის დელეგაციას ევროპისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო მეტად დაუგრძელა.