ეუთოს თავმჯდომარის თქმით, სთან შეხვედრა მან გააუქმა და არა პირიქით

ფინური მედიის თანახმად, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და პერსონალურად მინისტრი ელინა ვალტონენი უარყოფენ “ქართული ოცნების” მხრიდან დილიდან გავრცელებულ ცნობას, რომ მ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან დაგეგმილი შეხვედრა გაუუქმა პროტესტის ნიშნად.
ფინური მხარის ცნობით, სინამდვილეში ვალტონენმა გააუქმა სთან დაგეგმილი შეხვედრა განრიგში შესული ცვლილებების გამო და ამის შესახებ ქართულ მხარეს აცნობა.
გავლენიანი ფინური გაზეთი, Helsingin Sanomat იუწყება, რომ სატელეფონო ინტერვიუ ჩაწერეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან, რომელიც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე.
ვალტონენი, რომელიც ეუთოს თავმჯდომარეობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მართავს ტურნეს, აცხადებს, რომ მის განრიგში ცვლილებები შევიდა. ამჟამად ის აზერბაიჯანში იმყოფება და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ხვდება.
ის ასევე უარყოფს, რომ თბილისში მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში და რომ გაავრცელა დეზინფორმაცია.
“მე მივედი [რუსთაველზე] რათა მენახა ის პროტესტი, რომელიც საქართველოში კვირების და თვეების განმავლობაში მიმდინარეობს. მინდოდა გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა სიტყვის თავისუფლების მიმართ”, – აცხადებს ფინელი მინისტრი.
კითხვაზე, რას ფიქრობს საქართველოს ხელისუფლების რეაქციაზე, ეუთოს თავმჯდომარემ განაცხადა:
“საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია რა რეაქცია ექნება. სამწუხაროდ ჩემი რეაქცია იყო პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის გაუქმება, იმისათვის, რომ აზერბაიჯანში გავმგზავრებულიყავი”, – აცხადებს ვალტონენი ფინური გაზეთის მიხედვით.
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელიც. მათი ცნობით, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ტყუილია, თითქოს, ქართული მხარის ინიციატივით გაუქმდა ვალტონენისა და კობახიძის შეხვედრა. ფინეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ შეხვედრა მათ გააუქმეს განრიგში შესული ცვლილებების გამო.
ვალტონენი და მისი დელეგაცია ამ დროისთვის უკვე აზერბაიჯანში იმყოფება და ისინი უკვე შეხვდნენ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
ფინური მედიის თანახმად, ვალტონენი ალიევთან შეხვედრას უფრო ადრე, ორშაბათს გეგმავდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან აზერბაიჯანის პრეზიდენტი ეგვიპტეში გაემგზავრა მშვიდობის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად და მასთან ორშაბათს დაგეგმილმა შეხვედრამ დღეისათვის გადმოიწია.
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი კობახიძესთან ახალი შეხვედრის ჩანიშვნას აღარ გეგმავენ.
ნეტგაზეთი ცდილობს ეუთოს და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარების მოპოვებას მომხდართან დაკავშირებით.
დილით საქართველოს მთავრობის ფეისბუკზე განთავსდა განცხადება, რომ მ ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა ამ უკანასკნელის მიერ “უკანონო აქციაზე” მისვლისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.