ეუთოს დოკუმენტში როდესაც ვნახე, არ არის არც ოკუპაციის ხსენება, არც იმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის მძიმე ჰუნმანიტარული მდგომარეობა, ჩემი მხრიდან გაკეთდა დამატება და საბედნიეროდ, იგი არავის გაუპროტესტებია

ეუთოს დოკუმენტში როდესაც ვნახე, არ არის არც ოკუპაციის ხსენება, არც იმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის მძიმე ჰუნმანიტარული მდგომარეობა, ჩემი მხრიდან გაკეთდა დამატება და საბედნიეროდ, იგი არავის გაუპროტესტებია
ეუთოს დოკუმენტში როდესაც ვნახე, არ არის არც ოკუპაციის ხსენება, არც იმის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის მძიმე ჰუნმანიტარული მდგომარეობა, ჩემი მხრიდან გაკეთდა დამატება და საბედნიეროდ, იგი არავის გაუპროტესტებია, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის კვირას“ ეუთოს რეზოლუციაზე საუბრისას განუცხადა.
ქართული დელეგაციისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა, როდესაც საპარლამენტო ასამბლეის 31 სესიაზე დასამტკიცებლად წარდგენილ რეზოლუციის პროექტში, არ აღმოჩნდა საქართველოს საკითხი, რომელიც განგრძობითი რუსული ოკუპაციის ფონზე, უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.
როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, ისინი ვერ დაუშვებდნენ მხარი დაეჭირათ იმ რეზოლუციისთვის, რომელშიც ქვეყნის საზიანო ჩანაწერებია და ვერ გაიმეორებდნენ იმ შეცდომას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობისას, მისმა წარმომადგენლებმა დაუშვეს.
„წარმოიდგინეთ, მაგალითად, ეუთოს რამდენ ქვეყანაშია წელს ? – ძალიან ბევრში. რატომ უნდა ეწეროს დასკვნით დოკუმენტში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შესახებ, რომელიც 4 თვის შემდეგ უნდა გაიმართოს, უკვე შეფასებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ხელს ვერ მოვაწერდით. ეს არის პრინციპული საკითხი. შესაძლოა, ერთი მხრივ, დოკუმენტში ეთანხმებოდეს ყველაფერს, მაგრამ იყოს პრინციპული საკითხი, რასაც არ ეთანხმები, რამაც რა თქმა უნდა, გადაწონოს. ასეთი იყო, მაგალითად, ყბადაღებული რეზოლუცია 2008 წელს, რომელსაც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუჭირა მხარი, ვითომ და რაღაცის გამო, თუმცა ამით უფრო მეტად დააზიანა საქართველოს ინტერესები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რეზოლუციას – „ეუთოს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა ინიციატივით დაემატა ფორმულირება, რომელიც არის ზუსტად ის, რასაც ცდილობს – წარმოაჩინოს, თითქოს არ არის კონფლიქტის მხარე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გილაურმა ჯერ ვითომ რაღაც ლექცია ჩაატარა ეკონომიკაზე, შემდეგ სალომე ზურაბიშვილი იტყვის, რომ აპარტიული პრემიერი უნდა ჰყავდეს ოპოზიციურ კოალიციასო და შესთავაზებს გილაურის კანდიდატურას

ამერიკელი ელჩების პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან – ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის “ბედნიერ” ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ