ეუთოს გენმდივანმა, პრაქტიკულად, ის გზავნილები გააჟღერა, რასაც ქართულ საზოგადოებას ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ვაწვდით

ეუთოს გენმდივანმა, პრაქტიკულად, ის გზავნილები გააჟღერა, რასაც ქართულ საზოგადოებას ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ვაწვდით
„არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ მშვიდობა მსოფლიოში აქტუალური საკითხი გახდა, ამ ფონზე კი ჩვენს რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციის ისეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირი რომ ჩამოდის, [როგორიც ეუთოს გენმდივანია], ბუნებრივია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თემაზე კომენტირებისას.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, გარე ძალებისგან მართული რადიკალური ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, რომ ეუთოს გენმდივანიც დაემუნათებინათ და მას ქვეყანაში სტუმრობაზე უარი ეთქვა, მისი ვიზიტი საქართველოში მაინც შედგა.
„ეუთოს გენმდივანმა, პრაქტიკულად, ის გზავნილები გააჟღერა, რასაც ქართულ საზოგადოებას, განსაკუთრებით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ვაწვდით – რომ მნიშვნელოვანია მშვიდობა, თან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთლიანად, რეგიონში.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში არსებული მშვიდობა დიდწილად განაპირობებს რეგიონში არსებულ მშვიდობას.
მსოფლიოში ს ერთ-ერთმა მთავარმა შემფასებელი ორგანიზაციამ ფაქტობრივად, აღიარა, რომ ჩვენთან კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, ახლა კი მისი გენმდივნის მაღალი დონის ვიზიტიც ვიხილეთ ჩვენთან, იმ ფონზე, რომ იანვარში ეუთოს ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა გარე ძალებისგან მართული რადიკალური ოპოზიციის დამუნათების გავლენით საქართველოში სტუმრობა გადადო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ახალი პრეზიდენტის პირობებში აქტიურად დაიწყება რუმინეთზე გამავალი ახალი „ბუფერული ზონის” მშენებლობა აზიასა და ევროპას შორის. ამისთვის კი „დიფ სთეითს” „თავისიანი” პრეზიდენტი სჭირდებოდა

სასაკლაო არავის არ უნდა მოუწყო, არც ცოცხალ ლეგენდას და არც ჩვეულებრივ მოქალაქეს. მაგრამ რად გინდა, ამას ან ვერ გააგებინებ ან არ გაიგებენ ისინი, ვინც დღესაც უცხო ქვეყნის დროშებითა და კარნახით დარბიან ქუჩებში, ხოლო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხმას არ იღებენ