ეუთომ მინსკის პროცესისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვა დაასრულა

„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ“ (ეუთო) მინსკის პროცესისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების დახურვის პროცედურა დაასრულა, – ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მინსკის ჯგუფი მინისტრთა საბჭოს მიერ 2025 წლის 1-ელ სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ეუთო-ს ფინეთის თავმჯდომარეობისადმი სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი მიმართვის შემდეგ გაუქმდა.
„ყველა საჭირო ადმინისტრაციული პროცედურის დასრულება დახურვის პროცესის დასასრულს აღნიშნავს. ამ პროცესმა განახორციელა ეუთოს 57-ვე მონაწილე სახელმწიფოს 1-ელი სექტემბრის კონსენსუსის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრ სა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ს მიერ ვაშინგტონში, 2025 წლის 8 აგვისტოს ხელმოწერილი ისტორიული ერთობლივი დეკლარაციის შემდეგ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მინსკის ჯგუფი 1992 წელს შეიქმნა, ს, -სა და საფრანგეთის თანათავმჯდომარეობით, ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აგვისტოს დასაწყისში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ. ჯგუფის დაშლას აზერბაიჯანი ითხოვდა, როგორც სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის წინაპირობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

გიორგი ბურჯანაძე – აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა – ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!